ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 26 ზუგდიდში
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით 640 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და მათგან 57 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 26 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით Covid-19​-ით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 2 წალენჯიხაში, 5 სენაკში, 4 ხობში, 1-1 კი მარტვილსა და აბაშაში. გარდა ამისა, ვირუსი აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს დაუდგინდა.

"გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 39 პირი მკურნალობს.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 181 ადამიანი იმყოფება.


ფოტო:Shermazana



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 228 ადამიანი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 398​ ადამიანი გამოკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 0 °C
img
სოხუმი 0 °C
img
ფოთი 2 °C
img
მესტია -13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.