სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიციური  პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიმართ არ გამოუხატავთ რამე სახის პრეტენზია
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება დასრულდა, ფაქტს ,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება. მისი განმარტებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში, რაზეც მიუთითებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. მაჟორიტარობის კანდიდიატი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცახდებს, რომ საბოლოო გამარჯვებას მხარდამჭერებთან ერთად 21 ნოემბერს იზეიმებენ.

,,დასრულდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ მხოლოდ სპეკულაციებზე დაფუძნებით, ზუგდიდში არ დაფიქსირებულა უარყოფითი პოზიციები საუბნო საარჩევნო კომისიებში მყოფი სხვადასხვა პარტიის მხრიდან. საუბნო საარჩევნო კომისიების არცერთ წევრს, მათ შორის, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიმართ არ გამოუხატავთ რამე სახის პრეტენზია და, შესაბამისად, ოქმში დაფიქსირებულ შედეგებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ განსხვავებული აზრი (არცერთ შემაჯამებელ ოქმს არ ერთვის კომისიის წევრის რამე სახის შენიშვნა).

რაც შეეხება საარჩევნო კომისიებში შეტანილ საჩივრებს, მათი დიდი ნაწილი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც არ იქნა განხილული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ. კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც საჩივრებში არ იყო მითითებული დარღვევის არსი. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ უბანზე არ იყო ბალანსის პრობლემა, რაზეც ოპოზიციური პარტიები დღემდე აპელირებენ და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას.

მინდა მივმართო მხარდამჭერებს - მადლობა თქვენ, ათასობით ზუგდიდელს გამოვლენილი მხარდაჭერისა და ნდობისთვის, ჩვენ მცირედი ხმები დაგვაკლდა იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოგვეგო. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში, რაზეც მიუთითებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. წინ მეორე ტურია და თქვენი მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 21 ნოემბერს ერთად ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას.

მადლობა მხარდაჭერისთვის!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში,
ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100 -ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, წარმატებულ პედაგოგებს ლელა ბულიასა და მაყვალა სოსელიას მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ზე სულ 27 648 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 254 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმეა 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდცენტრში 1 პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 58 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია.
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის
საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, ზუგდიდში სტუმრობისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთში თავისი ამჟამინდელი ვიზიტის მიზნებზე, იმაზე, თუ რა მიმართულებებით გააგრძელებს ამერიკის მთავრობა რეგიონის მხარდაჭერას.
წალენჯიხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ნახატები გამოფინეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.