ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა
23 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 208 ადამიანი გამოიკვლიეს და ინფიცირების 62 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 58 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ერთი პაციენტი, 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სოხუმის ინფექციურში 30 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საველე ჰოსპიტალში 1940 წელს დაბადებული კოვიდდადებითი ქალი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 374 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 623 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 70-ს შეადგენს.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 225 ადამიანი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4964 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა, აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში მხოლოდ 4 დაფიქსირდა.
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
საზოგადოება
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 5 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.