ახალი ამბები
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდს ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებში გამოიყენებს.

„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც, იგივე ვაჭრობის სექტორს  ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს,“ - განაცხადა თურნავამ.

გასული წლის 26 ნოემბერს მიღებული ოფიციალური დოკუმენტაციით, საქართველოში შეზღუდვები ორი თვით დაწესდა. ამ დრომდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდულია საქალაქთაშორისო გადაადგილება, დახურულია კვების ობიექტები და მუშაობს მხოლოდ გატანის სერვისზე, დაწესებულია კომენდანტის საათი.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 193 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 82 წლის ქალი ტყვარჩელის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 868 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით:
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.