კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 37 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 431 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 37-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. 74 და 75 წლის ქალები გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 28, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 10, ტყვარჩელის კლინიკაში 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, საველე ჰოსპიტალში კი 23 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 025 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 191, გამოჯანმრთელებული კი 11 628 ადამიანი.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ბენდმა "LOUDspeakers" გააფორმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ვენაში ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დასაწყებად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად.
კორონავირუსი
10 - დან 16 მაისის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.