ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა - ვირუსი 131 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 30 153 ადამიანი იმყოფება.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სამეგრელოს თხილის პლანტაციებში აზიური ფაროსანას პოპულაციამ გამრავლება დაიწყო. ამასთან, შეინიშნება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ბაქტერიოზისა და ნაცრის გავრცელება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების  კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა, უფასო გაზიფიცირება ოჯახებს დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კორონავირუსი
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა დაადასტურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, Covid-19-ით
ამ დროისთვის, სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 200-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმის - 40.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან 50 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
საზოგადოება
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2021 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 20 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.