ახალი ამბები
სოხუმმა კორონვირუსით ინფიცირების 69 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 287 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 1 პაციენტი გარდაიცვალა, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი, რუსეთის სამხედრო საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 60 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 5, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 13, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 12, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 70 პაციენტი იმყოფება, მათგან 8 მძიმედაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 486 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 385, გამოჯანმრთელდა 21 480 მოქალაქე.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობს და მათ სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მოსახერხებელი, შეღავათიანი პირობებით მიღების საშუალებას აძლევს.
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.
გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელის შეუსრულდებოდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 529 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა, აქედან 322 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება,
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.