ახალი ამბები
სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა - სამხარეო ადმინისტრაცია
1 დეკემბრიდან, "მწვანე პასპორტის" შემოღების შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მასობრივი იმუნიზაციის ცენტრებში აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის, პენსიონერთა 200 ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხორციელდება. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის გრაფიკიც სოფლის მოსახლეობისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.

ცენტრში კოვიდ აცრებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის "სუფთა რეგიონი 2021"-ის გამარჯვებულები არიან.
ქალთა ფონდი "სოხუმის" ორგანიზებით, საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსათვის" (Brot für die Welt) მხარდაჭერით,
კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც ქალაქ ფოთს, სამეგრელოსა და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებს ესაზღვრება, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა და გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და სახეობების სიმრავლით.
კორონავირუსი
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით ინფიცირების 111 998 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას ჯამში 920 ადამიანი ემსხვერპლა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოება

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
სკოლებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.