ახალი ამბები
ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა შემცირდა - ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ფაიზერის" ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. "ბუსტერდოზად" შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კოლხურ სამაროვანზე (ე. წ. ,,ცაიშის სამაროვანი“) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი).
ანაკლიასა და განმხურუში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.
განმუხურში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
კორონავირუსი
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი 87 და 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
1-ელიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის დე პარტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 312 შემთხვევა დადასტურდა.
საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა დადასტურდა, გარდა ამისა, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ვირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები მკაცრდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება.
ზუგდიდში გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით 16 და 17 ივლისს წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ავტორებს - მარი მალაზონიასა და ნესტან ნენე კვინიკაძეს შეხვდნენ და მათ კითხვები დაუსვან.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.