მოქალაქე ჟურნალისტები
ჩხოროწყუში აღმართული ჯვრები სარესტავრაციოა (ვიდეო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რამდენიმე უბანსა და ქუჩაში 5 რკინის ჯვარი და ქვაჯვრებია აღმართული. ისინი ამ დროისთვის დაზიანებულია და მოვლა - პატრონობა სჭირდება.


დეკანოზი ალექსანდრე თოლორდავა აღნიშნავს, რომ ჯვრების აღმართვის პროცესი ქაოტურად არ უნდა მიმდინარეობდეს და პროექტის შეთანხმება აუცილებელია.

,, სამწუხაროა, ადამიანები მოდიან ჩვენთან, როცა უკვე აღიმართება ჯვრები, მერე გვთხოვენ კურთხევას, უმრავლესობა არც კი მოდის, რომ შეათანხმოს პროექტი, რა პროპორციები უნდა იყოს დაცული, რა მასალისგან უნდა შეიქმნას, სანამ ეს არ შეიცვლება, ჩვენ, ეკლესია უძლური ვართ’’.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ქალაქში აღმართული მეტალის ჯვარი უნდა შეიცვალოს ქვაჯვრებით.

,,ყველა ჯვარი, რომელიც აღიმართა და არის მეტალის, უნდა შეიცვალოს ქვაჯვრებით, რომელიც საუკუნეებს დარჩება და არ იქნება საშიშროება, რომ ყოველ წელს შეიღებოს ან დეფორმირდეს’’,-თქვა დეკანოზმა.

ჩხოროწყუს მერის პირველი მოადგილის გოჩა ჩიქოვანის თქმით, ყველა დაზიანებული ჯვრის სარესტავარაციო სამუშაოები უახლოს მომავალშია დაგეგმილი.

ავტორები:
საბა შანავა
ალექს შამათავა
Print