მოქალაქე ჟურნალისტები
მოუწესრიგებელი მოსაცდელები აბაშის სოფლებში (ვიდეო)
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში მოსაცდელები მწყობრიდან არის გამოსული, მათი უმრავლესობა მოუწესრიგებელი და დაზიანებულია. მოსახლეობა ცუდი ამინდების დროს იქ გაჩერებას ვერ ახერხებს.

აბაშის მერიაში განმარტავენ, რომ სოფლებში წალიკარსა და ქვიშანჭალაში მოსაცდელების მშენებლობა იგეგმება.

"მერიაში მოსახლეობის განცხადებების შესაბამისად ვრეაგირებთ. სოფლებში მოსაცდელების მოწყობის საჭიროება თუ იქნა, მუნიციპალიტეტი დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას", -  ამბობს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის,  არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი შალვა დარსმელიძე.

სოფელი გულიხეთი

სოფელი გეზათი

სოფელი სამიქაო
Print