მოქალაქე ჟურნალისტები
მესტია - სვანური კოშკები (ფოტორეპორტაჟი)
გოშთლიანების თემის კოშკი სოფელ ლანჩვალში მჭიდროდ განაშენიანებულ ადგილას მდებარეობს. კოშკი არის ოთხსართულიანი. 
მარგიანების თემის კოშკი  აშენებულია ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შლესილია კირით. კოშკი ექვსსართულიანია. ნალესობა ნაწილობრივ ჩამორეცხილია.კოშკში ასვლა მეორე სართულიდანაა შესაძლებელი მასზე მიშენებული კიბით. კოშკი ეკუთვნის მუზეუმს და ტურისტების დიდ ყურადღებას იქცევს. 

ხერგიანების თემის ყოფილი კოშკი ოთხსართულიანია და ახლა მონასტერს ეკუთვნის. შესასვლელი არის მეორე სართულიდან, მის გვერდით მდგომი საცხოვრებელი კომპლექსის საშუალებით. კოშკი აშენებულია ქვით, კირ–დუღაბის ხსნარზე. ნალესობა ნაწილობრივ ჩამორეცხილია. 

ნიგურიანების თემის კოშკი სოფელ ლანჩვალში მჭიდროდ განაშენიანებულ ადგილას მდებარეობს. კოშკი არის ხუთსართულიანი. შესასვლელი არის პირველი სართულიდან მასზე მიშენებული მაჩუბის გავლით. მაჩუბი არის კარგ მდგომარეობაში. 

რატიანების თემის კოშკი არის ხუთსართულიანი. შესასვლელი არის მეორე სართულიდან, თუმცა კიბე არ არის მიდგმული. კოშკს მიჯრილი აქვს შენობა რომელიც ნახევრად დანგრეულია. კოშკი აშენებულია ქვით კირ დუღაბის ხსბარზე. ნალესობა არ არის ჩამორეცხილი. არ აქვს ბზარები. სახურავი არის ცუდ მდგომარეობაში. 


ავტორები: ნინი კახბერიძე, ლიკა გაბლიანი
Print