რეგიონი
მიუსაფარი ძაღლების ზუგდიდიდან თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს
ზუგდიდის მერიამ მეორედ გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანასა და ვეტერინარულ მომსახურებაზე. 21 240 ლარის ღირებულების შესყიდვა არ შედგა, რადგან მასში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

რადიო "ათინათი" ოზურგეთის თავშესაფარს დაუკავშირდა, რომელსაც წლებია მუნიციპალიტეტიდან ცხოველები გაჰყავს. თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა ფასის სიმცირის გამო არ მიიღეს.

"მანამდე ამ თავშესაფარს შპს ხელმძღვანელობდა. ახლა ინდ. მეწარმე ვართ და შესაბამისად გავხდით დღგ-ს გადამხდელები. აქედან გამომდინარე, ეს ფასი ჩვენთვის მცირეა", - ამბობენ ადმინისტრაციაში. 

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ  სანამ ტენდერი გამოცხადდება, მიმდინაროებს ბაზრის მოკვლევა და იმის მიხედვით დგიდნება ფასი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთვევას, ტენდერის ჩავარდნის მიზეზებს შესაბამისი სამსახური შეისწავლიდა. თუმცა მერიამ ტენდერი კვლავ ძველი ფასით და იგივე პირობებით გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, სოფელჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.