რეგიონი
კორცხელის ინციდენტი და მოქალაქეების შეფასებები (ვიდეო)
"როგორ აფასებთ კორცხელში მომხდარ ინციდენტს" - ამ კითხვით რადიო "ათინათმა" მოქალაქეებს ქუჩაში მიმართა. გამოკითხულები ძალადობას გმობენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი მიუღებელია.

გუშინ, 22 მაისს კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 53-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს 10-მდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომლებიც უბნის სიახლოვეს დილიდან იმყოფებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზიანებები ათეულობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, გიგა ბოკერიამ, ლაშა დამენიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ და სხვ.


Print