ენგურის ხიდზე მოსახლეობის გადაადგილება არ შეზღუდულა (ვიდეო)
12:50 / 16.06.2016
ენგურის ხიდზე მოქალაქეები დღეს ჩვეულებრივ
გადაადგილდებიან. რადიო „ათინათმა“
გავრცელებული ინფორმაცია, ხიდის სარემონტო სამუშაოების გამო დროებით
ჩაკეტვის შესახებ, ადგილზე გადაამოწმა.
მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ისინი არ ფლობდნენ
ინფორმაციას.
თუმცა,მათივე ცნობით, მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას მხოლოდ ე.წ.
საბაჟო- გამშვებ პუნქტზე რიგების გამო გამოთქვამს.
მასალის გამოყენების პირობები