რეგიონი
ზუგდიდელების აზრი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევაზე (ვიდეო)
20 ივნისს, ღამით, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დაშლა ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო. დარბევის შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან ჟურნალისტები და სამართალდამცავები. დაშავებულთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, რამდენიმეს კი მხედველობის შენარჩუნებისთვის ოპერაცია ჩაუტარდა.

რადიო “ათინათმა” ზუგდიდელებს ჰკითხა, იყო თუ არა ძალის გადამეტება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუ მათ პროპორციული ძალის გამოყენებით იმოქმედეს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედება აშკარა ძალის გადამეტება იყო. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ძალა მათ შესაბამისად გამოიყენეს.

ნახეთ ჩვენი გამოკითხვა.
Print