მოქალაქეების აზრი
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ქვეყანაში შემომსვლელი რუსების გაზრდილ ნაკადზე (გამოკითხვა)
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდამ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის უმეტესად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვარი ყველა რუსისთვის უნდა ჩაიკეტოს, რადგან სხვისი საკუთრების მიტაცება მათ ბუნებაშია. ზოგს მიაჩნია, რომ კონტროლი უნდა გამკაცრდეს, მცირე ნაწილი კი თვლის, რომ რიგით რუსს ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი დაუშავებია და მათ ხელისუფლების ქმედებებზე პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ. რადიო "ათინათი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ზუგდიდში. გთავაზობთ ქუჩის გამოკითხვას.
Print