მოქალაქეების აზრი
ემიგრანტების გაზრდილი რაოდენობა - ზუგდიდელების გამოკითხვა
გასულ წელს საქართველო 100 000 - მდე მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.

თითქმის ყველა ქართულ ოჯახშია ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ოჯახის შესანახად ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით უწევს მუშაობა.

ჩავატარეთ გამოკითხვა და ადგილობრივებს ვკითხეთ, ჰყავთ თუ არა ნათესავები ან ახლობლები, რომლებსაც ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ. პასუხები ძირითადად ერთგვაროვანია, ბევრს ჰყავს ერთი ემიგრანტი ოჯახში, სანათესაოში ან სამეზობლოში. მიზეზი ყველას საერთო აქვს-ეკონომიკური სიდუხჭირე.












Print