მოქალაქეების აზრი
იმედგაცრუება და ოპტიმიზმი - სჯერათ თუ არა ანაკლიელებს, რომ პორტი აშენდება (ვიდეო)
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და მისი 51 % -ის მფლობელი საქართველო იქნება, რადიო “ათინათი” ანაკლიელების აზრით დაინტერესდა.

ჩვენ ასაშენებელი პორტის მიმდებარედ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს მივაკითხეთ და მათ ვკითხეთ, სჯერათ თუ არა ღარიბაშვილის განცხადების. აზრები ორად გაიყო. ნაწილს წლების წინ წინ დაწყებული და შემდეგ გაჩერებული პროექტის გაგრძელების არ სჯერა, ზოგი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტარქტი გაწყვიტა.


Print