მოქალაქეების აზრი
რას ფიქრობენ ზუგდიდში პუტინის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ნაწილი ფიქრობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პროვოკაციაა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენა რესეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე დადებითად აისახება.

რადიო „ათინათმა“ პუტინის გადაწყვეტილებაზე აზრი ზუგდიდელებს ჰკითხა. მოისმინეთ ჩვენი რესპონდენტების პოზიცია.


Print