მოქალაქეების აზრი
საფრთხე თუ დღესასწაულის აღმნიშვნელი ატრიბუტი - ზუგდიდელების აზრი პიროტექნიკის გამოყენებაზე (ვიდეო)
ბოლო წლების განმავლობაში პიროტექნიკის გამოყენებით დღესასწაულების აღნიშვნის აკრძალვა განსაკუთრებით აქტუალურია.

სხვადასხვა პეტიციის ავტორები ამის მიზეზად იმ საფრთხეებს ასახელებენ, რაც, მაგალითად, ფოერვერკის გასროლის შედეგად ჩნდება. საუბარია გარემოს დაბინძურებაზე, ჯანმრთელობისთვის ხიფათსა თუ ცხოველებისთვის საშიშროებაზე. ახალი წლის დღეებში, კლინიკებს ხშირად უწევთ პიროტექნიკის გასროლის შედეგად დაშავებული ადამიანების მკურნალობა.

რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში ხალხს ჰკითხა, მათთვის საფრთხეა თუ დღესასწაულის ატრიბუტიკა პიროტექნიკა, აღნიშნავენ თუ არა ახალ წელს ფოერვერკით და უნდა შეიზღუდოს თუ არა მისი გამოყენება. ნახეთ გამოკითხვა.
Print