მულტიმედია
ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა, მათ ეზოში მხოლოდ მცირე ზომის ხის  ფიცრული დარჩათ. ჩამონგრევის შედეგად სახლი მთლიანად მოწყდა საძირკველს, დაზიანდა სახურავი და შენობის კედლები. ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს, 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან კი ერთ-ერთი  მძიმედაა დაავადებული და თბილისში მკურნალობს. მომხდარს ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად ადგილობრივი მთავრობა მზადაა.
Print