მულტიმედია
ყოფილი მსჯავრდებულის წარმატებული ბიზნესიდეა (ვიდეო)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრს" დირექტორი ირაკლი ხელაძე დღეს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა. მან ყოფილი მსჯავრდებულის აკაკი კოროშინაძის მეურნეობა მოინახულა, რომელმაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი დათესა. აკაკი კოროშინაძე  "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარია. აღნიშნულ პროგრამას იუსტიციის სამინისტრო სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.


Print