მულტიმედია
საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში (ვიდეო)
ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინიციატივით, მოხალისეებმა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კარდაკარის პრონციპით დაიწყეს. საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

კამპანიაში, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით 90 ახალგაზრდა მოხალისეა ჩართული. მათ შორის, არიან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის "საქართველოს მოხალისეების წარმომადგენლობის" წევრები. 

დევნილების თქმით, მათ თითქმის არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახორციელებენ. ისინი თვლიან, რომ მსგავსი კამპანიები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან მათ უფლება აქვთ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "ZRDA" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. მათ შორის სამეგრელოს რეგიონში.

Print