მულტიმედია
როგორ მიმდინარეობს С ჰეპატიტის პროგრამა ზუგდიდში (ვიდეო)
С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყების დღიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს 3000-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა. ამჟამად კი აქ მკურნალობის კურსს 800 ადამიანი გადის.

არსებული მონაცემებით საქართველოში ც ჰეპატიტის ვირუსით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამა კი, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა, უფასო და დაავადების ყველა გენოტიპის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

საპილოტე პროგრამა კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება.

როგორ მიმდინარეობს პროგრამა და რა პრობლემებს აწყდებიან პაციენტები ნახეთ რადიო ,,ათინათის’’ სიუჟეტში.

ავტორები:
სალომე ფაცაცია
თინათინ ბუკია

Print