მულტიმედია
ერთი ნახვით შეყვარება - ასმათ ნაჭყებია და ნოშრევან რაფავა (ვიდეო)
მათი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც წყვილები ჯვარს იშვიათად ან მალულად იწერდნენ. ასმათ ნაჭყებიამ და ნოშრევან რაფავამ ჯვარი ილორის ეკლესიაში 40 წლის წინ დაიწერეს. ცოლ-ქმარი თვლის, რომ მათი შეყვარებულობის პერიოდი დღემდე გრძელდება.

რადიო "ათინათი'', სიყვარულის კვირეულთან დაკავშირებით, გთავაზობთ სიუჟეტების ციკლს ,,სიყვარული, რომელმაც დროს გაუძლო’’.

ავტორები:

ნათია კანკია
სოფო მალანია
Print