მულტიმედია
Gem fest - ის ოფიციალური გახსნა (ვიდეო)
განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სტუმრებისთვის Aly & Fila-მ, FERRI CORSTEN -მა და სხვა ცნობილმა დიჯეებმა დაუკრეს.

„პირველად ვარ საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ აქაურობით. ელექტრონული მუსიკის ფესტივალია ჩასატარებლად აქ არაჩვეულებრივი გარემოა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება აქ ჩამოვსულიყავი და დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, - თქვა Aly & Fila-მ.

„ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი... ჩვენი ხმა გაავაგონეთ მსოფლიოს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ხმა გვინდა აფხაზეთს გავაგონოთ. უკვე გვყავს 100-ზე მეტი სტუმარი აფხაზეთიდან. ფესტივალი უკვე შედგა, შვიდი ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა ამ ტერიტორიაზე“, -აღნიშნა გიორგი სიგუამ.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ელექტრონულ მუსიკას რვა სცენაზე მოუსმინონ.






Print