მულტიმედია
ოჯახური ტრადიცია - ხის ოსტატი ჩქვალერიდან (ვიდეო)
კობა ფიფია ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩქვალერში ცხოვრობს... საქმიანობისგან თავისუფალ დროს წინაპრებისგან ნასწავლ ხელობას იხსენებს და ხეზე მუშაობს... ის ძირითადად ხისგანს ჭურჭელს ამზადებს...



მუშაობის განსაკუთრებული ტექნოლოგია არ აქვს, ცდილობს, ნამუშევრები მარტივი გამოვიდეს... ნაწილს ოჯახში იყენებს, ნაწილს კი მეგობრებს და მეზობლებს ჩუქნის.



ფიქრობს, რომ ხეზე მუშაობა, რომელიც მისი ოჯახის ტრადიციაა, მომავალ თაობებსაც უნდა გადასცეს... ტრადიციები კი ურთიერთობებს უფრო საინტერესოს და მყარს ხდის....




ავტორები: სალომე ფაცაცია
თინათინ ბუკია
Print