მულტიმედია
"ჰანგი" - სოციალური საწარმო შეუზღუდავი შესაძლებლობებით (ვიდეო)
სოციალურ საწარმო „ჰანგში“ 10-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული. „ჰანგი“ 2016 წლიდან არსებობს. რუსლან საჯაია, რომელმაც ეს სამკერვალო დააფუძნა, თავადაც ეტლში ზის. მან ზუსტად იცის, რას ნიშნავს როდესაც შშმ პირს თავისი საქმე და თუნდაც ცოტა შემოსავალი აქვს. მას ამ საქმის განხორციელებაში ფინანსური ფონდი „აბილისი“, საქართველოს განვითარებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრი, არასამთავრებო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ და ზუგდიდის თვითმმართველობა დაეხმარა.



Print