მულტიმედია
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის წარმატებული პროექტები სამეგრელოში (ფოტო, ვიდეო)
15 წელიწადზე მეტია, ხეზე მუშაობა ზაზა სამუშიას ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენი სტუმრობისას ის ხატის ჩარჩოზე მუშაობდა. სხვა საქმესაც ასევე გულმოდგინედ ეკიდება. მას შემდეგ, რაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მისთვის სხვადასხვა დანადგარი შეიძინა, შრომა ერთიორად შეუმსუბუქდა. ეს კი პროდუქტის ხარისხზეც აისახა.

შრომა უფრო კომფორტული გახდა ასევე "დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარი  მაკა გოგოხიასთვის. თუ ადრე ე.წ. ხელის საკერავი მანქანით მუშაობდა, ახლა მკერავს სახლში ყველა ის სახელობო ნივთი აქვს, რაც სრულყოფილად მუშაობისთვის სჭირდება. მაკამ ისინი პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიიღო, ახლა კი საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს.

მაკა და ზაზა იმ ათასობით ბენეფიციარს შორის არიან, ვისაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწია. სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი უჯმაჯურიძემ გვითხრა, რომ პროგრამების საშუალებით დევნილებს სხვადასხვა შესაძლებლობა მიეცათ.

USAID ZDRA-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი სააგენტოსთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს. მან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპონენტი საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ დევნილი ოჯახების ინფორიმრებაა, რაშიც 200 -მდე მოხალისე მონაწილეობდა.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ამავე თემაზე:

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოხალისეები შეარჩია (ვიდეო)

სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია(ვიდეო)

საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში (ვიდეო)






Print