მულტიმედია
რა იციან მცირე მეწარმეებმა რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტზე (ვიდეო)
42 წლის გრიალა ბერულავა ერთ-ერთია იმ ასობით მცირე მეწარმეს შორის, რომელიც ოჯახურ პირობებში დამზადებულ რძის ნაწარმს აგრარულ ბაზარში ყიდის. ის რამდენიმე წელია ამ ბიზნესშია ჩართული და მესაქონლეობა მისი ოჯახისთვის შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მცირე მეწარმეს რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტზე ინფორმაცია არა აქვს. იგივეზე მეტყველებს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში "სენაკის სათემო განათლების ცენტრმა" ჩაატარა. რა პრობლემებს აწყდებიან მცირე მეწარმეები და რა საჭიროებები აქვთ მათ, ნახეთ  "ათინათის" რადიოსიუჟეტში.



რადიოსიუჟეტი მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "კონრად ადენაუერის ფონდი", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით, ახორციელებს. მასალაში აღნიშნული კვლევა, პროექტის ფარგლებში, "სენაკის სათემო განათლების ცენტრიმა" ჩაატარა.
Print