მულტიმედია
როგორ მზადდება ნამდვილი მეგრული აჯიკა (ფოტო, ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი 58 წლის ვენერა გაბუნია 16 წელია, აჯიკას ამზადებს. მეგრული აჯიკის მომზადება აქტიურად დევნილობის შემდეგ დაიწყო და ახლა უკვე საკუთარ პროდუქციას ყიდის კიდეც.

alt
იხსენებს, რომ ბავშვობაში, გაგრაში ცხოვრების პერიოდში, დედა აფხაზურ აჯიკას ხშირად ამზადებდა და ვენერამაც მისგან ისწავლა.

„დედას ჰქონდათ ქვის თეფშისმაგვარი ჭურჭელი, რაშიც ვნაყავდით წიწაკას, ნიორს, ხმელ სუნელს... ეს იყო აფხაზური აჯიკა“
, - გვიყვება ვენერა.

alt
პროდუქცია შემოსავლის წყაროდ მას შემდეგ იქცა, რაც მის აჯიკაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამბობს, რომ მის მიერ დამზადებული აჯიკის მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების დოზაა, რომელსაც არავის უმხელს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებს მომზადების დროს ნაკლებად იყენებს.



როგორც წესი, არ ვიყენებ არც ბლენდერს, არც ელექტროხორცსაკეპს. ნიორს, ხმელ სუნელს ხელის ხის სანაყით ვნაყავ, ვხარშავ წიწაკას, ვატარებ, როგორც ადრე დედაჩემი აკეთებდა“, - ამბობს დიასახლისი.

alt
ფიქრობს, რომ მომზადების ძველი მეთოდი აჯიკას იმ გემოსა და განსაკუთრებულობას უნარჩუნებს, რითაც ეს სანელებელი საქართველოში დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს. ამიტომაც, აპირებს საკუთარ შვილებს აჯიკის მომზადების ეს წესი გადასცეს და ასწავლოს.
alt
მეგრული და აფხაზური აჯიკის მომზადების მეთოდს არამატერალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მეთოდი მივიწყების პროცესშია და მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ამ ტრადიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

ამავე თემაზე:

აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების მეთოდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

Print