მულტიმედია
ბოტანიკური ბაღი დღეს (ფოტორეპორტაჟი)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ამჟამად აქ ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკვე შესყიდულია მცენარეები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში დაირგვება.

აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სამუშაოები აქ, სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს (ფოტო)
Print