მულტიმედია
ზუგდიდელი აუტისტი მხატვრის მხარდაჭერა #SpendYourSummerInGeorgia-ს (ვიდეო/ფოტო)
ჩოროწყუს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე, გიგი სიჭინავას ფერწერული ნახატების გამოფენა გაიმართა. ამ გზით პატარა ხელოვანი სოციალურ კამპანიას Spend Your Summer in Georgia -ს (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეუერთდა და ტურისტებს საქართველოს ერთ - ერთ ულამაზეს კუთხეში - სამეგრელოში ზაფხულის გატარებისკენ მოუწოდა.

გიგის დედის ნათია სახოკიას თქმით, ამ ღონისძიების მიზანი მუხურის პოპულარიზაციაა.

,, გიგის ძალიან უყვარს აქაურობა, ხშირად ჩამოვდივართ ამ სოფელში. ყველას გირჩევთ მოხვიდეთ მუხურში და გაატაროთ ზაფხულის რამდენიმე ლამაზი დღე ამ ულამაზეს ადგილას’’ – თქვა ნათია სახოკია.


გამოფენას ადგილობრივი და ტურისტები დაესწრნენ. მათ გიგის ნახატები დადებითად შეაფასეს და ღნიშნეს, რომ სოფლისთვის მსგავის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვანია.

,, მოხიბლულები ვართ მისი ნამუშევრებით, მიხარია რომ გიგი უერთდება ამ კამპანიას. მეც ვფიქრობ, რომ მუხური არის ერთ - ერთი ულამაზესი ადგილი დასასვენებლად და ყველას მოვუწოდებ აქ ჩამოვიდეს’’ - გვითხრა მუხურის მკვიდრმა მეგი ჩიქოვანმა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად ჯგუფი , Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში") შექმნეს, რომელშიც უკვე უამრავი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული. კამპანია, ტურისტების მოსაზიდად, საქართველოს მოქალაქეებმა წამოიწყეს.





Print