მულტიმედია
პორტრეტები აფხაზეთიდან - ოტო ლაკობას ფოტოგალერეა
აფხაზმა ფოტოდოკუმენტალისტმა ოტო ლაკობამ სოციალურ ქსელში ფოტოპორტრეტების სერია გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. 35 წლის ხელოვანმა განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო 2009 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა.

თავის პორტფოლიოში ავტორი წერს, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფიით ის ცდილობს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისკენ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება.

„უცნაურია იყო თანამედროვეობის ფოტოგრაფი, როდესაც ყველა წარსულით ცხოვრობს. აფხაზურ ენაში ხუთი წარსული დროა. როგორც ჩანს, აფხაზები უპირატესობას წარსულს ანიჭებენ, და არასოდეს სერიოზულად არ უყურებენ აწმყოს, თუმცა, მათში ყოველთვის ღვიოდა მომავლის იმედის ნაპერწკალი“, - წერს ის გამოცემა „ფოტოგრაფერისთვის“.

ოტო ლაკობას ნამუშევრების გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო აფხაზეთსა და თურქეთში, ასევე, მისი ფოტოები გამოქვეყნდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში.



Print