მულტიმედია
ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა კიტრის მოსავალს უფასოდ არიგებს (ფოტო)
გიორგი გერგედავა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში კიტრის სათბურები აქვს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს მოსავალს უფასოდ ურიგებს. მას ამ პროცესში წითელი ჯვრის მოხალისეები ეხმარებიან.

მეწარმე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველ ფასად მოსავლის რეალიზება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდა.

,, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია არის ᲨეᲩერებული, რადგან არ ფუნქციონირებენ რესტორნები, სასტუმროები და საბითუმო ბაზრები არცერთ ქალაქᲨი. ასევე არ გვაქვს გადაადგილების საᲨუალება, Შესაბამისად, პროდუქციის მიწოდებაც ვერ ხერხდება. რომც მოხერხდეს, მყიდველიც არ არის, რადგან ბაზარი არ მუᲨაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეწარმეს გაგვაᲩნია უდიდესი ვალდებულება ბანკების წინაᲨე, ასეთ მდგომარეობას ისინი არ ითვალისწინებენ’’, - წერს გიორგი გერგედავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მეწარმეს კიტრის დარიგების პროცესში ქალაქის მერიაც დაეხმარა. მას პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი გამოუყვეს.




Print