ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება
დღეიდან, 9 ნოემბრიდან შევა ძალაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და თბილისში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც 22:00 საათიდან აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი გადაადგილება მოუწევთ, ცხელ ხაზზე დარეკვით, დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 7 ნოემბერს მიიღო. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის.

Print