მულტიმედია
150 ფუტკრის ოჯახი სოფელ ნაცატუში
დავით კვარაცხელია 15 წელზე მეტია მეფუტკრეობას ეწევა. ამჟამად, ზუგდიდის სოფელ ნაცატუში 150 ფუტკრის ოჯახი ჰყავს. სეზონზე 2 ტონამდე თაფლს წურავს.
ამბობს, რომ ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ამავდროულად მას ფუტკრებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ის კოოპერატივი "თაფლი კოლხურის" წევრია.

გამოცდილი მეფუტკრეები მოსაზრებებს ერთმანეთს ხშირად უზიარებენ.

მეწარმეები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარი ამ პროდუქტით გაჯერებულია, ნატურალური თაფლის შეძენა მაინც რთულია.

ფუტკრებს ახლა თაფლის შეგროვების აქტიური ფაზა აქვთ.

ამ სეზონზე პირველად თაფლს მაისში დაწურავენ, რაც "მაისის თაფლის" სახელით არის ცნობილი.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ თაფლის რეალიზება ჭირს, პანდემიამ კი ეს პროცესი უფრო გაართულა.

სოფელი ნაცატუ ზღვის დონიდან 240 მეტრზე, ზუგდიდიდან კი 13 კილომეტრში მდებარეობს.


Уже более 15 лет Давид Кварацхелия занимается пчеловодством. Сейчас в его пасеке, в селе Нацату, Зугдидского муниципалитета, 150 пчелиных семей. В сезон он производит до 2 тонн меда. По его словам, это дело довольно трудоемкое, хотя, в то же время, теперь он не представляет жизни без пчел. Давид является членом коператива «Тапли колхури». Опытные пчеловоды часто обмениваются опытом. Производители считают, что несмотря на то, что на сегодняшний день, рынок перенасыщен продукцией, купить натуральный мед все равно сложно. Сейчас у пчел активный период сбора меда. В этом сезоне откачка меда запланирована в мае. Поэтому его назвают майским медом. По словам пчеловодов, они сталкиваются с проблемой реализации меда, пандемия еще более осложнила этот процесс. Высота села Нацату над уровнем моря составляет 240 метров, оно находится в 13 километрах от Зугдиди.


Print