მულტიმედია
ეკატერინე ჯოლოგუას ხელნაკეთი ნივთები და წარმატების 10-წლიანი ისტორია 
აფხაზეთიდან დევნილმა ეკატერინე ჯოლოგუამ ხელნაკეთი ნივთების დამზადება 10 წლის წინ დაიწყო. ალბომებს, წიგნაკებს და აქსესუარებს სხვადასხვა ქსოვილისა და მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელისგან ამზადებს. პატარა სახელოსნო სახლში დროებით აქვს მოწყობილი. ფეისბუკზე "ეკო ხელნაკეთს" 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მომხმარებლების რაოდენობას არ უჩივის. გვითხრა, რომ პანდემიის პირობებში გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა.
ამ დროისთვის, ძირითადად, შეკვეთებზე მუშაობს.
ხელნაკეთი ნივთების ოსტატი დამკვეთის სურვილებს ყოველთვის ითვალისწინებს.
ხშირად უჩვეულო თხოვნითაც მიმართავენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დაასრულა ერთ-ერთ ალბომზე მუშაობა, სადაც ძაღლის ფოტოები უნდა ჩააკრან.
ამბობს, რომ ცხოველების სიყვარულის გამო ნატურალური ტყავის გამოყენებაზე უარი თქვა და მომხმარებელს მხოლოდ ვეგანური ტყავისგან შექმნილ ნივთებს სთავაზობს.
ამჟამად, ოსტატს ერთი შეგირდი ჰყავს. თეონა ძვაბავაც დევნილია და დანიის ლტოლვილთა საბჭოს "შეგირდობის პროგრამის" მონაწილეა.
თეონა მომავალში ქალის აქსესუარების შექმნას აპირებს. მანამდე, 10 თვის განმავლობაში ყველა ის უნარი უნდა შეიძინოს, რომელიც მას "ჰენდმეიდების" დამზადებაში დაეხმარება.
ეკატერინე ერთი ნივთის დამზადებას, სირთულის მიხედვით, 1-დან 3-დღემდე ანდომებს. ამბობს, რომ მისი საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა საინტერესო და შედეგი შრომად ნამდვილად ღირს.
ეკატერინე მომავალში პატარა სახელოსნოს აშენებას გეგმავს. მას ისეთი სივრცის შექმნა სურს,  რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, შემოქმედებით განწყობას შეუქმნის. სახელოსნოში კი ყველა იმ ადამიანს უმასპინძლებს და ცოდნას გაუზიარებს, რომელიც ხელსაქმის შესწავლით იქნება დაინტერესებული.


Беженка из Абхазии Екатерина Джологуа начала изготавливать изделия ручной работы 10 лет назад. Она делает альбомы, книги и аксессуары из различных тканей и кожзамены высокого качества . Маленькая мастерская временно обустроена в ее доме. «Eco Handmade» имеет более 26 тысяч подписчиков в Facebook. На отсутсвие пользователей она не жалуется. По словам мастерицы, во время пандемии заметно выросли продажи. На данном этапе, в основном, работает на заказы. Мастер ручных изделий всегда учитывает пожелания заказчика. Часто к ней обращаются с необычнымы заказами. Например, несколько дней назад завершила работу над одним из альбомов, в котором должны разместить фотографии собаки. Она говорит, что из - за любви к животрным, отказалась от использования натуральной кожи и своим потребителям предлагает изделия, созданные только из веганской кожи. В будущем Теона намерена создавать женские аксессуары. До этого, она должны приобрести навыки, которыйе помогут ей создавать «хенд мейд». На изготовление одного изделия у Екатерины уходит от 1 до 3 дней, в зависимости от сложности. Она говорит, что ее работа очень трудоемкая, но интересная, и результат действительно стоит затраченных усилий. В будущем Екатерина планирует построить небольшую мастерскую. Она хочет обустройть пространство, которое будет не только рабочей средой, но и создавать творческое настроение.




Print