ახალი ამბები
ვლაქერნობა 2021 (ფოტორეპორტაჟი)
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში დღეს დილით 9 საათზე, მუზეუმის საცავიდან ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებით დაიწყო.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მსვლელობითა და გალობით მშენებარე საკათედრო ტაძრისკენ გაემართა.

დღესასწაულს ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან.

ყოველწლიურად ვლაქერნობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომლოცველები ჩამოდიან.

წელს მათი რაოდენობა პანდემიის გამო შედარებით მცირეა.

მეუფე გერასიმემ თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკა გახსნა, რომელიც სამღვდელოებამ აკურთხა.

ღვთისმშობლის კვართი ფრესკასთან დაასვენეს და ლოცვა აღავლინეს.

მოგვიანებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. 

კვართი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მთელი დღის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.

ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს.


Празднование Влакерноба началось сегодня в Зугдиди в 9 утра с выноса Ризы Богородицы из хранилища музея. Митрополит Зугдидский и Цайшский вместе с другими священнослужителями и прихожанами участвовал в торжественном шествии к кафедральному собору иконы Пресвятой Иверийской Божьей матери. На этот праздник съезжаются люди из разных уголков Грузии. Паломники со всего мира ежегодно приезжают на празднование Влакерноба. По причине пандемии, в этот раз, их намного меньше, чем в предыдущие годы. Владыка Герасим открыл мозаику с изображением Девы Марии на площади Свободы, которую освятило духовенство.
Они положили Ризу Богородицы перед фреской и вознесли молитвы. Позже в кафедральном соборе иконы Пресвятой Иверийской Божьей матери была проведена Божественная литургия. Риза Богородицы будет находиться в кафедральном соборе в течение всего дня. В этот день верующие и паломники, могут прикоснуться не только к главной святыне — Ризе Богородицы, но и другим святыням, хранящимся в Зугдиди — это мощи святой Марины и святого Квирике, Иоанна Богослова и святого Георгия Победоносца. Митрополит Зугдидский и Цайшский считает, что праздник Влакерноба, 15 июля, следует объявить выходным днем в Зугдиди.






Print