მულტიმედია
კურორტი მენჯი პატრონის მოლოდინში (ფოტორეპორტაჟი)
ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში მდებარეობს. კურორტი გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლით არის ცნობილი და მას იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ამჟამად სანატორიუმის შენობა, რომლის სავიზიტო ბარათი გუმბათი იყო, სავალალო მდგომარეობაშია. ის 90-იანი წლების მოვლენების დროს გაძარცვეს.

დანიელ ფიფიას მეგრულ-ქართული ლექსიკონის მიხედვით, „მენჯი“ მეგრული სიტყვაა და ქართულად მარილწყალს ნიშნავს.

მას ხალხმა სასწაულმოქმედი თვისებების გამო მეორე სახელი - „ყავარჯნების სამარე“ შეარქვა.

მისი სამკურნალო პოტენციალის ათვისება XX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო.

კურორტს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ათასობით ადამიანი სტუმრობდა.

მენჯი სახელმწიფო ბალანსზეა.

ბალნეოლოგიური კურორტი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში იყიდება.

180,524 კვ.მ ფართობი და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობების საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია.

Print