მულტიმედია
ფოცხოეწერი - დევნილების მეორე სახლი გამყოფ ხაზთან ახლოს (ვიდეო)
წალენჯიხის სოფელი ფოცხოეწერი გალის რაიონს ესაზღვრება. დასახლება ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის გასული საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა. ამჟამად, აქ როგორც ადგილობრივები, ასევე დევნილები ცხოვრობენ.

მათ საერთო გასაჭირი და საზრუნავი აქვთ. ამბობენ, რომ სოფელის პირობებში მრავალსართულიან სახლებში ცხოვრება რთულია და უმუშევრობის ფონზე ეს უფრო გაუსაძლისი ხდება.

დევნილებს აფხაზეთში და აფხაზებთან ერთად გატარებულ წლებზე ემოციების გარეშე საუბარი დღესაც უჭირთ და ამბობენ, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ფოცხოეწერი მათთვის ყოველთვის დროებითი სახლი იქნება. 

Print