მულტიმედია
IRDA - ტყავის აქსესუარები ანაკლიელი ახალგაზრდა ქალისგან
ანაკლიის მკვიდრმა ირინა ყორშიამ საკუთარი ბიზნესი 5 წლის წინ წამოიწყო. თავდაპირველად, სამკაულებს სუტაჟის თასმით ქმნიდა. ბაზრის მოკვლევის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ტყავის აქსესუარების დამზადებაზე გადასულიყო. ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ქამრები - დღეს ირინას ნამუშევრებს, რომელსაც მომხმარებლები IRDA-ს სახელით იცნობენ, მარტივად ამოიცნობთ. აქსესუარებს უკვეთავენ, როგორც ადგილობრივები, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები. ახალგაზრდა მეწარმე ქალი ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებიც ხშირად ეხმიანებიან, მათ შორის, ეთნიკური აფხაზები.
Print