მულტიმედია
დადიანების სანადირო რეზიდენცია ჭკადუაშში - სტუმრად მიურატებთან (ფოტორეპორტაჟი)

მესტიის გზაზე, ზუგდიდიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, სოფელ ჭკადუაშის ტერიტორიაზე დადიანების ყოფილი სანადირო რეზიდენცია მდებარეობს.


По дороге в Местиа, примерно в 15 километрах от Зугдиди, на территории села Чкадуаши расположена бывшая охотничья резиденция князей Дадиани.

ახლა აქ სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლები ცხოვრობენ.

 


Сейчас здесь живут потомки княжны Саломе Дадиани и принца Ашиля Мюрата. 

დაახლოებით 8 წლის წინ სწორედ მათ აღადგინეს აქ არსებული შენობა-ნაგებობები და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად აქციეს.

Около 8 лет назад они отреставрировали существующие постройки и превратили их в интересное для туристов место.

მიურატებმა "შატო ჭკადუაშში" საგვარეულო ანტიკვარული ნივთები და ავეჯი ჩამოიტანეს.

Мюраты привезли в «Шато Чкадуаши» семейный антиквариат и мебель.

აქ ნახავთ მე-18 საუკუნის კარადას, რომელშიც პრინც ალან მიურატი ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში დამზადებული ჭურჭლის კოლექციას ინახავს. ნივთებს ის წლებია აგროვებს. 

Здесь вы найдете шкаф XVIII века, в котором принц Алан Мюрат хранит коллекцию предметов, изготовленных на Зугдидском фарфоровом заводе. Он собирал эти вещи годами.

მისაღებ ოთახში ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელი ბუხარია შემორჩენილი. 

В гостиной сохранился камин времен Екатерины Чавчавадзе.

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სიცოცხლეშივეა დარგული გინგკოს საუკუნოვანი ხე, რომელიც განსაკუთრებით ამშვენებს აქაურობას.

Многовековое дерево гингко было посажено еще при жизни Екатерины Чавчавадзе-Дадиани и особенно украшает это место.

სასტუმრო სახლთან ერთად პატარა კაფეც დაგხვდებათ. 

Рядом с гостевым домом вы найдете небольшое кафе.

ეს მანქანა მშობლებმა პრინცესა მატილდას მე-18 დაბადების დღეზე აჩუქეს.

Эту машину принцессе Матильде подарили родители на 18-летие.

ადგილობრივებისთვის რეზიდენცია ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ჯვრისწერის ცერემონიისთვის.

Для местных жителей резиденция является одним из излюбленных мест проведения церемонии бракосочетания.

მიურატები შინაურ ფრინველებსა და ცხოველებზე ზრუნავენ. "შატო ჭკადუაშის" ერთ-ერთი ბოლო ბინადარი პატარა პრინცესების ბაჭიაა. 

Мюраты заботятся о домашних птицах и животных. Один из последних обитателей «Шато Чкадуаши» — кролик маленьких принцесс.

ამბობენ, რომ რეზიდენციიდან კარგ ამინდში ზღვის დანახვაა შესაძლებელი.

Говорят, что в хорошую погоду из резиденции можно увидеть море.

ახლად გაკეთებული ვერანდიდან კარგად ჩანს აფხაზეთის სოფლებიც. 

С новой веранды хорошо видны села Абхазии.


Print