მულტიმედია
დამსვენებლები ანაკლიასა და განმუხურში (ფოტორეპორტაჟი)
ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.
აქ ზღვის სტუმრები ოთხფეხა მეგობრებთან ერთადაც დადიან.

პლაჟზე ყველა ასაკის დამსვენებელს შეხვდებით.

ზღვის სანაპიროზე მშობლებს ჩვილებიც მოჰყავთ.

ნაწილი ფრენბურთის თამაშით ერთობა.

ნაწილს ზღვის სიახლოვეს "უნოს" თამაში მოსწონს.

ზოგი კი სანაპიროს მახლობლად პიკნიკს აწყობს.

დამსვენებლების, განსაკუთრებით კი, ბავშვების საყვარელი ადგილი განმუხურში აკვაპარკი "ანაკლიაა".

ზოგი უმეტესად წყალში ყოფნას ამჯობინებს.

სანაპიროს მახლობლად ცურვის შემდეგ სკუტერით მოსეირნეებსაც შეხვდებით.

დამსვენებლების უმეტესობა აქ დილით მოდის და მზის ჩასვლამდე რჩება.

მათ უსაფრთხოებას ზღვაზეც, სანაპიროზეც და მიმდებარე ტერიტორიაზეც მაშველები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
Print