მულტიმედია
საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)
ქალაქ ზუგდიდში უეფას მე-3 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც ექსპულატაციაში 2 წლის წინ უნდა შესულიყო, დღეს ასე გამოიყურება. მრავალმილიონიანი მოედნის ყველაზე ხშირი სტუმარი ადგილობრივი მოსახლეობის მსხვილფეხა პირუტყვია.
სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.
6.5 ჰექტარზე, ძირითადი და სათადარიგო მოედნების მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო,თუმცა პროექტის ჩაბარების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

პროექტის შესაბამისად, ძირითადი მოედანი 7 200 მაყურებლისთვისაა გათვლილი, სათადარგო მოედანმა კი 1 200-ზე მეტ გულშემატკივარს უნდა უმასპინძლოს.
ძირითადი მოედნის საფარი სამშენებლო ნარჩენებითაა დაბინძურებული.
დანაგვიანებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც.
დაზიანებულია მოედნის შიდა ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩამოშლილია ჭერი და კედლები.
ბოლო ინფორმაციით, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, ზუგდიდს უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა ჰქონდეს.


ფოტო: საბა სორდია


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შედის (ფოტო)

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს
Print