მულტიმედია
მუკუაშტა - საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთში (ფოტო)
Конные состязания являются одним самых популярных национальных видов спорта в Абхазии.

საცხენოსნო შეჯიბრებები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული სპორტის სახეობაა აფხაზეთში.

Каждый год конники соревнуются в таких национальных видах как джигитовка, метание дротиков, конный футбол и скачки.

ყოველწლიურად ცხენოსნები ეჯიბრებიან ერთმანეთს ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჯირითი, ისრების სროლა, ცხენბურთი და დოღი.

Первенство Очамчырского района по конному спорту проводится в рамках традиционного абхазского праздника Мукуашта.

ოჩამჩირის რაიონის ჩემპიონატი საცხენოსნო სპორტში ტრადიციული აფხაზური დღესასწაულის მუკუაშტას ფარგლებში იმართება.

Конный футбол, в который наездники играют на Мукуаште, несколько отличается от традиционного английского поло. Здесь нет клюшек, мяч друг другу спортсмены перекидывают с помощью специального снаряда, напоминающего сачок.

ცხენბურთი, რომელსაც მხედრები თამაშობენ მუკუაშტაზე, გარკვეულწილად განსხვავდება ტრადიციული ინგლისური პოლოსგან. აქ ჩოგნები არ არის, სპორტსმენები ერთმანეთს ბადის მსგავსი სპეციალური მოწყობილობის დახმარებით აწვდიან ბურთს.

Метание дротиков – более травмоопасная забава, потому что в качестве мишени здесь выступают игроки команды соперника. Наездники поочередно бросаются друг за другом в погоню; задача одного наездника оторваться от преследователя, который, в свою очередь, должен попасть дротиком ему в корпус.

ისრების სროლა უფრო ტრავმული გართობაა, რადგან სამიზნეს აქ მოწინააღმდეგის გუნდის მოთამაშეები წარმოადგენენ. მხედრები რიგრიგობით მისდევენ ერთმანეთს; ერთ - ერთი მხედრის ამოცანაა დაშორდეს მდევარს, რომელიც, თავის მხრივ, მას ისახრი უნდა მოახვედროს.

Забеги на две и четыре тысячи метров среди лошадей чистокровной породы по зрелищности отнюдь не уступают метанию дротиков. Грязь из-под копыт чистокровок во время забегов едва не долетает до зрительских трибун.

ჯიშიანი ცხენების რბოლა ორი და ოთხი ათასი მეტრის მანძილზე, სანახაობრივი თვალსაზრისით, ისრების სროლას არ ჩამოუვარდება. რბოლების დროს ჯიშიანი ცხენების ფლოქვებიდან გატყორცნილი ტალახი ლამის მაყურებელთა ტრიბუნამდე აღწევს.

Конный праздник Мукуашта, как правило, длится два дня. После завершения состязаний судьями подводится командный зачет.

მუკუაშტას საცხენოსნო დღესასწაული, როგორც წესი, ორ დღეს გრძელდება. შეჯიბრის დასრულების შემდეგ მსაჯები გუნდურ შედეგებს აჯამებენ.ასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print