მულტიმედია
"ეკო-ხელნაკეთი" - აფხაზეთიდან დევნილი ოსტატი ქალის ბიზნესად ქცეული საქმიანობა (ფოტო/ვიდეო)
"ეკო-ხელნაკეთის" დამფუძნებელს, ეკა ჯოლოგუას სახელოსნოში მაშინ მივაკითხეთ, როცა ერთ-ერთი კომპანიისთვის "ჩანაწერების წიგნს" ამზადებდა. მოგვიყვა, რომ რამდენიმე დღე იმუშავა ესკიზზე, რომელსაც ბუნებასთან ასოცირებული პრინტი ექნებოდა. 

"ფურცლები სპეციალურ ხსნარში დაძველდება და დაბრეცილ ფორმებს მიიღებს და ჩანაწერების წიგნი იქნება შთაბეჭდილებებისთვის", - ამბობს ოსტატი და თან განსხვავებულ პროექტზე მუშაობას განაგრძობს.

ხელსაქმის ახალგაზრდა ოსტატი 35 წლის ეკატერინე ჯოლოგუა აფხაზეთიდანაა. კერვა და ქსოვა ბავშვობაში ბებიამ ასწავლა. თანდათან კი უნარები ინტერნეტის საშუალებით გაიუმჯობესა. ასე დააგროვა გამოცდილება და ცოდნა.
"პირველად ჩემი და თექის ურთიერთობა ონლაინ კურსებით შედგა და ყველაფერი, რაც მეტწილად სხვადასხვა ხელსაქმეში ვიცი, ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციებიდანაა, - ამბობს ეკა.

დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ხელსაქმე, მათ შორის ქარგვა, გალვანოპლასტიკა, კაუსტიკა ისწავლა, საკუთარი სახელოსნო დააფუძნა. ნელ-ნელა "ეკო ხელნაკეთი" დედა-შვილის მიკრო ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ იქცა. წლებია, თექაზე მუშაობს და საკუთარი ხელით ქმნის აქსესუარებს, სამოსს, თექის ფეხსაცმელს, დიდი ფორმატის პანოებს და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს.
,,მხოლოდ მე ვმუშაობდი ოჯახში და ჩემთვის პირველი მოტივატორი იყო მეტი შემოსავალი მქონოდა, სამსახურში აღებული ხელფასი არ მყოფნიდა და შემოსავლის გამომუშავების დამატებით გზებს ვეძებდი. ერთი ძველი საკერავი მანქანა და რამდენიმე კოჭი ძაფი მქონდა. 2012 წელს დავიწყე ხელსაქმე. 2015 წელს იურიდიულად დავარეგისტრირე საწარმო, რადგან "აწარმოე საქართველოში" პლატფორმა გამოჩნდა და კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. საკერავი მანქანა მოვითხოვეთ. შემდეგ თუ სადმე რამე კონკურსი გამოცხადდა, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

2017 წლიდან "სკრაბზე" მუშაობა დაიწყო და მას მერე შეკვეთით ყველა ტიპის უბის წიგნაკს თუ ალბომს ამზადებს პატარებისთვის, მეგობრებისთვის, შეყვარებულებისთვის, პირადი ჩანაწერებისთვის და ა.შ. ჩვენი თანდასწრებით სხვა საქმის პარალელურად სახელოსნოში ახალშობილისთვის ალბომის მომზადება დაიწყო, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, აუცილებლად ორიგინალური და ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს.

"ჯერ კარკასული სამუშაოებია - მასალა იჭრება ლაზერზე, ტექსტილის და ბეჭდვის ნაწილი სრულდება. DRC-დან (ლტოლვილთა დანიის საბჭო) მივიღეთ არაჩვეულებრივი ლაზერული პრინტერი, რომელიც ძალიან სწრაფად პრინტავს, ბეჭდავს და არასდროს შესრულებულ პრინტს ფერი არ უხუნდება, წყალი, ნესტი არ აზიანებს. შემდეგი ეტაპია კერვა. ჩვენ მაქსიმალურად ამოვიღეთ ტოქსიკური წებო ჩვენი ნამუშევრებიდან და სადაც არის შესაძლებელი კერვა, ვკერავთ. ფოტოს ჩარჩოებიც გაკერილია. მინიმუმამდეა წებოს გამოყენება დაყვანილი, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადგილებში ვიყენებთ წებოს, სადაც ფიზიკურად საკერავი მანქანით შეუძლებელია კერვა და ესეც განასხვავებს ჩვენს პროდუქტს", - გვიხსნის მუშაობის მეთოდებს ოსტატი.

სანამ ალბომზე მუშაობას დაიწყებს, მის მომავალ მფლობელზე სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას იძიებს რათა ყველა ნამუშევარი ინდივიდუალური გამოვიდეს.

ჩვენთან საუბრის დროს კი ბავშვისთვის ფოტოალბომის შექმნის ისტორია გაიხსენა.

"წინასწარ მჭირდება მათი დაბადების თარიღი, წონა სიმაღლე. დაიბადა 800 გრამიანი ჩვილი, რომელსაც ბრძოლა უწევდა იმისთვის, რომ ეცოცხლა. დამკვეთმა რომ დამირეკა, მითხრა, ჯერ 800 გრამია, უნდა გადარჩეს და ძალიან მინდა, რომ თქვენი ალბომი შევუკვეთოო. ახალშობილი გადარჩა, ძალიან ყოჩაღი და ძლიერი ბიჭია. ძალიან ვგულშემატკივრობდი და გავაკეთეთ ძალიან ლამაზი და განსხვავებული ალბომი", - გვითხრა ეკატერინემ.

ხელსაქმის ოსტატი ძირითადად დედასთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მუშაობს, სახელოსნოში ერთი შეგირდი ჰყავს. ამბობს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლიანობა "ეკო ხელნაკეთისთვის" ერთ-ერთი მთავარი, აქტუალური თემაა.

ეკატერინე რადიო "ათინათს" უყვება, რომ "ეკო-ხელნაკეთის" ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ხელსაქმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კიდევ უფრო მეტი ადამიანების დაინტერესებაა.

"ძალიან რთულია სხვა ადამიანი დააჯერო რამეში, როცა მხოლოდ იდეა გაქვს და ოცნებებით ხარ სავსე. სწორედ ასეთ დროს დაიჯერა ორგანიზაცია "დანიის ლტოლვილთა საბჭომ" ჩემი. მომცეს პირველი გრანტი - ეს სასწაული სიხარული იყო. თუ მოინდომებ, თუ სწორად დაწერ და მოერგები პირობებს, იშრომებ, დაგიფასდება", - ამბობს ის.

მიკრო მეწარმის თქმით, პროგრამის ფარგლებში მიღებულმა დაფინანსებამ წარმოების გაუმჯობესებას და პროდუქციის რეალიზაციას შეუწყო ხელი. დასძენს, რომ ამის შემდეგ მისი აქტიური დამკვეთები ცნობილი კომპანიები და ორგანიზაციებიც გახდნენ.

"მთელი სახელოსნო მოვიწყე "დანიის ლტოლვილთა საბჭოს" გრანტით, ეს იყო საწარმო საკერავი მანქანა, საწარმო ავერლოკი, საწარმო უთო და ფურნიტურა, რის შემდეგაც თექის სამოსის, ჩანთის წარმოების საშუალება მომეცა. ეს დანადგარები იმდენად კომფორტული და პროფესიონალური იყო, ოთხ თანამშრომელს უდრიდა", - გვითხრა ეკამ.
მისი პროდუქტი მეტწილად ონლაინ იყიდება და სხვადახვა ქალაქსა თუ რაიონში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც იგზავნება.
სხვა უამრავ საქმესთან ერთად ეკატერინე ჯოლოგუა მოზარდებისთვის სასწავლო კურსების მომზადებას გეგმავს, სადაც 10-დან 16 წლამდე მოსწავლეებს სხვადასხვა ხელსაქმეს შეასწავლის. აღნიშნული წაახალისებს ხელსაქმისადმი ინტერესსს არამარტო ჩვენს ქალაქში, არამედ მთლიანად რეგიონში.


"ეს არის ასაკი, როცა ახალი უნარების აღმოჩენა მარტივია. ყველაფერი უნდა სცადოს მოზარდმა, რომ საბოლოოდ შეარჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული საქმე. ჩემი მიზანია დავეხმარო ახალგაზრდებს აღმოაჩინონ სხვადასხვა უნარები, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და ხელსაქმეში სცადონ ბედი.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
29 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.