მულტიმედია
გარევაჭრობა ზუგდიდში - ქალაქი არაფორმალური ეკონომიკის პირისპირ (ფოტორეპორტაჟი)
გასულ წელს, გარემოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ 2023 წლის მაისიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა აიკრძალებოდა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

ზუგდიდის მერიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რადგან გამყიდველების თქმით, უცხო სივრცეში ვაჭრობით მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა.

არაერთი დაპირების მიუხედავად, ზუგდიდში გარევაჭრობის საკითხი დღემდე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება.

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ სხედან ყველგან, მათ შორის, პარკინგის ადგილზე.


Print