ყვავილების სამყარო – მიმზიდველი სილამაზე და სურნელება
12:29 / 03.04.2026
ზუგდიდელი ლევან ბერულავა 10 წელია მებაღეობით არის დაკავებული.
მისი ეზო და სასათბურე სივრცე ედემის ბაღს დაემსგავსა, რაც მრავალი სახეობის ოთახის, ქოთნისა და მინდვრის ფერადი ყვავილებითაა გავსებული. აქვე შეგიძლიათ ნახოთ დეკორატიული და მარადმწვანე მცენარეების უამრავი სახეობა. არის როგორც ადგილობრივი, ენდემური, ისე სხვა გეოგრაფიულ არეალში პოპულარული ჯიშები.
მცენარეების მოყვარულებს აქვე შეუძლიათ სხვადასხვა ჩითილებისა და ნერგების შეძენა. მათი ფასები სახეობისა და ზომის მიხედვით, 2-დან 15 ლარამდე მერყეობს. ეს კარგი შესაძლებლობაა გაალამაზოთ სივრცე თქვენს ირგვლივ მისამართი: გორგასლის ქუჩა #80 შეკვეთებისთვის დარეკეთ: 558 772 549
მასალის გამოყენების პირობები